12/27/11
რა ღირს FM ლიცენზია?
გამარჯობა.
დღეს აგიხსნით როგორ ვიხმაროთ კალკულატორი და როგორ გამოვთვალთ რა ღირს ლიცენზიის მოპოვება ანუ ეთერში მუშაობის უფლება.
შევდივართ მარეგურილებელი კომისიის ვებ გვერდის კალკულატორში http://geo.gncc.ge/liccalc/calc.aspx .
და ვწერთ შემდეგ მონაცემებს.
1) საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი: ks=1 (სარელეო, საეთერო)
2) სიხშირე: ვწერთ ნებისმიერს საორიენტაციოთ 85.5 დან 107.9 მდე
3) სიხშირული ზოლი: 0.5 მგჰც ( 0.5 თუ თბილისის დაფარვა გვინდა. ბათუმზე და ქუთაისზე 0.3 ეყოფა)
4) სიმძლავრე: 1000 ვატი (ეს მინიმუმია, 500 ვატი შეიძლება ქუთაისის და ბათმის მოცულობის ქალაქის შემთხვავაში)
5) სადგურების რაოდენობა მთელ საქართველოზე: 1
არის კოეფიციენტს არ მოვნიშნავთ დავტოვებთ როგორც არის.
შემდეგ ავირჩევთ ქალაქს. და დავიანგარიშებთ. თუ არ დაიანგარიშა ესეიგი ბრაუზერის პრობლემაა და ინტერნეტ ექსპლორერით ცადეთ.
მივიღეთ თანხა მაგალითად თბილისზე 10692 ლარი. ეს არის საწყისი თანხა.
თავიდან ვიხდით 2000 ლარს და შემდეგ ამ 10692 ლარს ვიხდით 10 წლის განმავლობაში.
ანუ გვაძლევენ 10 წლიან ლიცენზიას.
თვეში გამოდის 89 ლარი. რაც დამეთანხმეთ ძალიან ცოტაა და კარგია :)
თუ რამე კითხვები გაგიჩნდათ იკითხეთ გიპასუხებთ.
პატივისცემით კოტე. ც :)
Subscribe to:
Post Comments (Atom)

რადიო მარტო ლიცენზია არ არის
ReplyDeleteრადიოს სჭირდება ორი კომპიუტერი მაინც გადამცემი 1000-1500 დოლარიანი
ანტენა დაახლოებით 500 დოლარიანი
+ოთახი
+ რელეიკა
+ ელექტროენერგია
+ზამთარში გათბობა და ათასი ჯანდაბა და დოზანა. ამ თემაზე მაგ დროიდან ვფიქრობდი როცა საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო ფმ მაუწყებლობა
მაგრამ რა ფულიან ბიძებს კი აქვთ რადიოები და მე ვარ ისევ ისე როგორც 20 წლის უკან....
მაინტერესებს ტელევიზიის ლიცენზია რა ღირს ეს რადიოს ლიცენზიაა ხო??
ReplyDeleteვიყიდი FM ლიცენზიას david.shafransky@tut.by
ReplyDeleteსად უნდა მივაკითხოთ ლიცენზიის ასაღებად?
ReplyDelete