sixshire.blogspot.com

12/26/11

რადიოყვარულობა




მსოფლიოში მრავალი გატაცება არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო ეს რადიომოყვარულობაა. რადიომოყვარულობა რამდენიმე მიმართულებად იყოფა. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უფასოდ მიიღოს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების ნებართვა და როგორც ულტრამოკლე, ასევე მოკლე ტალღებზე რადიოკავშირი ჩაატაროს მსოფლიოს ნებისმიერ ცერტილთან ყოველგვარი დამხმარე მოწყობილობის თუ საკაბელო სისტემების გარეშე. ასევე მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის ადგილობრივ, კონტინენტურ თუ მსოფლიო შეჯიბრებებში. ასევე შეასრულონ სხვადასხვა სამოყვარულო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული დიპლომების პირობები. შეაგროვონ სამოყვარულო ბარათები, რომლებიც ფაქტიურად ამ რადიომოყვარულის კვალიფიკაციას განსაზღვრავენ. 
...,,, რა არის რადიომოყვარულობა:
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მაგიდაზე მოთავსებულია მაგალითდ 2-3 კილოგრამი სიმძიმის მცირე ზომის მიმღებ-გადამცემი ანუ ტრანსივერი, რომელიც კაბელით შერთებულია თქვენი სახლის სახურავზე გაბმულ ანტენასთან. თქვენი ტრანსივერი მომართული უნდა იყოს ერთ-ერთ სამოყცარულო რადიოტალღაზე. ყველა სამოყვარულო რადიოსადგურს მინიჭებული აქვს შსაბამი მოსახმობი ნიშანი, რომელიც ამ სფეროში რადიომოყვარულსსახელს და გვარს ნიშნავს. დროის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი ტრანსივერი და თქვენთან რადიოკავშირის ჩასატარებლად მოიწვიოთ მსოფლიოს ნებისმიერი რადიომოყვარული. სასაუბრო თემატიკა რათქმაუნდა შეზღუდულია და განისაზღვრება საერთაშორისო კანონმდებლობთ............


Meta: 4l2m

No comments:

Post a Comment

გამოთქვით აზრი